სტაჟირების პროგრამა მინესოტის უნივერსიტეტში
ფერმერთა უფლებების დაცვის ასოციაცია იწყებს შესარჩევ კონკურსს 12 და 18-თვიან სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად და იწვევს ახალგაზრდა ფერმერებსა და აგრარული განათლებისა და გამოცდილების მქონე სტუდენტებს და სპეციალისტებს 25 წლამდე.
პროგრამა ითვალისწინებს 6-დან 12 თვემდე საწარმოო პრაქტიკას ამერიკელი ფერმერის მეურნეობაში და სწავლას მინესოტის უნივერსიტეტში ერთი სემესტრის განმავლობაში, რის შემდეგაც მიიღებენ დიპლომს. სტაჟირების გავლა შესაძლებელია შემდეგ დარგებში: მეცხოველეობა, მემარცვლეობა, სასათბურე მეურნეობა, მეხილეობა და მებოსტნეობა. პროგრამა ხორციელდება გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სტაჟიორის თვითდაფინანსებით.
სტაჟირების საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:
• აგრარული განათლება;
• გამოცდილება სოფლის მეურნეობაში;
• ინგლისური ენის ფლობა;
• კომუნიკაბელურობა;
• შრომისმოყვარეობა;
• ადაპტაციის უნარი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ 2011 წლის 25 ოქტომბრამდე გადმოაგზავნოთ თქვენი CV და მოტივაციის წერილი.
შერჩეულ აპლიკანტებს დავუკავშირდებით გასაუბრებისა და ინგლისურ ენაში ტესტირებისათვის.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის №32, ოთახი №C220 ტელ.: 229 47 11.