ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

სტაჟირების პროგრამა ლიბერთი ბანკში

ლიბერთი ბანკი - ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი და ამბიციური ფინანსური ინსტიტუტი საქართველოში - აცხადებს სტაჟირებას მიკრო დაკრედიტების დეპარტამენტში, თბილისის ფილიალებში.

 სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 განათლება უმაღლესი - სასურველია ფინანსები, ეკონომიკა, საბანკო საქმე, ბიზნეს ადმინისტრირება.

 აუცილებელი ცოდნა და უნარები:

•    მომსახურების და გაყიდვების კარგად განვითარებული უნარები;
•    კომპიუტერული საოფისე პროგრამების (MS Word, MS Excel) კარგად ცოდნა;
•    სხარტი აზროვნება, ინტუიცია (ალღო);
•    ენერგიულობა, მოტივირებულობა მიზნის მიღწევაზე, გუნდური მუშაობის უნარი;
•    ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
•    გუნდური მუშაობის უნარი;
•    ყურადღება დეტალების მიმართ, ემოციური წონასწორობა, შედეგზე ორიენტირებულობა, პრინციპულობა.

ძირითადი მოვალეობები:

•    კლიენტურის ანალიზი/მონიტორინგი, ახალი კლიენტების მოზიდვა;
•    მომხმარებლებისათვის ბანკის საკრედიტო და სხვა საბანკო პროდუქტების პრეზენტაცია;
•    მომხმარებლებთან ადგილზე ვიზიტის დაგეგმვა და განხორციელება;
•    მომხმარებლის ფინანსური მდგომარეობის შესწავლა/ანალიზი, საკრედიტო განაცხადის მომზადება, კომიტეტზე წარდგენა;
•    პერიოდული რეპორტინგი მენეჯმენტთან.

განაცხადის გაგზავნის ბოლო ვადაა 2012 წლის 10 მარტი.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის დასაქმებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220,  ტელ.: 822 29 47 11.

ბანერები