ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

სტაჟირების პროგრამა კომპანია "ბი ემ სი გორგიაში"

კომპანია "ბი ემ სი გორგია" აცხადებს ვაკანსიებს შემდეგ თანამდებობებზე:

1. სტაჟიორი ბუღალტერი
 
ანაზღაურება გათვალისწინებულია.
სამუშაო ადგილი: თბილისი.
სამუშაოს ვადა: 2012 წლის 1 მარტამდე, შემდგომი დასაქმების პერსპექტივით.
სამუშაო განაკვეთი: სრული.

სავალდებულო მოთხოვნები:


•    ადგილობრივი მცხოვრები;
•    სქესი: მდედრობითი;
•    საბუღალტრო სამუშაო გამოცდილება.

განათლება:

•    უმაღლესი განათლება ეკონომიკის სფეროში (საბუღალტრო ან ფინანსური განხრით);
•    Excel და Oris პროგრამების ცოდნა (აუცილებელია);
•    1C პროგრამის ცოდნა (სასურველია);
•    რუსული და ინგლისური ენების ცოდნა.

თვისებები და უნარ-ჩვევები:

•    კომუნიკაბელურობა;
•    მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
•    პუნქტუალურობა;
•    ანალიტიკური აზროვნების უნარი;
•    შეზღუდულ დროში ეფექტურად მუშაობის უნარი;
•    სიახლის (მათ შორის ახალი ბუღალტრული პროგრამების) სწრაფად ათვისების უნარი.

მოვალეობები:

•    ყოველდღიური ბუღალტრული ოპერაციების შესრულება;
•    ხარჯების რაოდენობის განსაზღვრა და კონტროლი;
•    დაინტერესებული პირებისთვის ფინანსური ანგარიშგების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
•    შემოსავლების სამსახურისთვის დეკლარაციების მომზადებასა და ჩაბარებაში მონაწილეობის მიღება;
•    წლიური ფინანსური ანგარიშგების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
•    ბუღალტერიასთან დაკავშირებულ სხვა საქმიანობებში მონაწილეობის მიღება.

2. ბუღალტერი

სამუშაო ადგილი: ქუთაისი.

ძირითადი ფუნქციები:

•    შეძენების და რეალიზაციის აღრიცხვა;
•    ძირითადი საშუალებების მოძრაობის აღრიცხვა;
•    მარაგების აღრიცხვა;
•    ინვენტარიზაციის ჩატარებაში მონაწილეობა;
•    დანახარჯების კლასიფიკაცია, აღრიცხვა;
•    ბუღალტრული დოკუმენტაციის მომზადება და ჩანაწერების წარმოება;
•    ბუღალტრული (ფინანსური) ანგარიშგებების მომზადებაში მონაწილეობა.

განათლება:

•    უმაღლესი განათლება (პროფილთან დაკავშირებული);
•    1C და ორისის ბუღალტრულ პროგრამებში მუშაობის გამოცდილება (აუცილებელია);
•    დამატებითი განათლების სერტიფიკატები (პროფილთან დაკავშირებული);
•    ინფორმაციულ-კომპიუტერული ტექნოლოგიების ცოდნა (მინიმუმ MS Excel-ის კარგი ცოდნა);
•    საგადასახადო და სამეწარმეო კანონმდებლობის ცოდნა;
•    რუსული და ინგლისური ენების მინიმუმ საბაზისო ცოდნა;
•    გერმანული და თურქული ენის ცოდნა ჩაითვლება მცირეოდენ უპირატესობად.

უნარ-ჩვევები:

•    კომუნიკაბელურობა;
•    მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
•    პუნქტუალურობა;
•    საქმის დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
•    შემჭიდროებული ვადების და რთული გარემოს პირობებში მოქმედების და ამოცანების დაძლევის უნარი.

სხვა მოთხოვნები: ამ სფეროში მინიმუმ 2- წლიანი მუშაობის გამოცდილება.
სამუშაო დღები: ორშაბათი-შაბათი.

განაცხადის ფორმისა და რეზიუმეს გაგზავნის ბოლო ვადაა 2011 წლის 5 დეკემბერი.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის №32, ოთახი №C220 ტელ.: 229 47 11.

ბანერები