სტაჟირების პროგრამა იურისტებისათვის
"ევროპული ცენტრი" აცხადებს კონკურსს იურისტებისათვის, სტაჟირების გავლის მიზნით, შემდეგი მიმართულებებით:
• სამოქალაქო სამართალწარმოება;
• სისხლის სამართალწარმოება;
• ადმინისტრაციული სამართალწარმოება;
• კერძო საარბიტრაჟო სამართალწარმოება.
სტაჟირების ხანგრძლივობაა 3 თვე, სურვილის შემთხვევაში კი 1 წელი.
სტაჟიორებმა უნდა წარმოადგინონ:
• უმაღლესი იურიდიული განათლება/ან დამამთავრებელი კურსი (დიპლომის ასლი);
• ადვოკატის სერტიფიკატი (არსებობის შემთხვევაში);
• პირადობის მოწმობის ასლი.
"ევროპული ცენტრის" წარმატებულ კურსდამთავრებულებს ეძლევათ შესაძლებლობა მოიპოვონ დაფინანსება ორ კვირიან ახალგაზრდულ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად. წარმატებულ სტაჟიორებს ცენტრი დაასაქმებს.
"ევროპული ცენტრის" მიერ წარდგენილ იურისტებს თრენინგები ჩაუტარდებათ ევროპასა და კავკასიის სხვადასხვა ქვეყნებში. "ევროპული ცენტრის" წარმატებულ სტაჟიორებს თრენინგები ჩაუტარდებათ შემდეგ თემებზე:
• ევროპული მოქალაქეობა;
• ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარება;
• კონფლიქტის აღკვეთა და მშვიდობის მშენებლობა;
• სამოქალაქო და ადამიანის უფლების განათლება.
სასურველია ინგლისური ან რომელიმე ევროპული ენის სალაპარაკო დონეზე ცოდნა.
პროგრამას აფინანსებს ევროკავშირი და ადმინისტრირებას უწევს "ევროპული ცენტრი".
იურისტების სტაჟირება დაიწყება 2010 წლის 1 ნოემბერს და 15 ნოემბერს.
სტაჟირება უფასოა. მიმდინარეობს საბუთების მიღება.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: (8 32) 29 47 11.