ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

სტაჟირების პროგრამა IREX-ში

ცხადდება აირექსში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა განათლების პროგრამების განყოფილებაში.

სტაჟირების ხანგრძლივობა: ოქტომბერი - დეკემბერი.

სტაჟირების ადგილი: თბილისი

მოვალეობები:
•    წარმოადგინოს ორგანიზაციის ინტერესები, როგორც ორგანიზაციის შიგნით ასევე მის გარეთ;
•    გაუწიოს დახმარება დასაქმების პროგრამებთან დაკავშირებულ ყველა საკითხში, მათ შორის საინფორმაციო სესიების ჩატარება, რეკლამა, აპლიკანტების კონსულტაცია და გასვლები რეგიონებში.
•    მიიღოს მონაწილეობა ონლაინ-ბაზის საშუალებით აპლიკანტების არჩევის პროცესში;
•    შეასრულოს ზემოთ ჩამოთვლილი ფუნქციები დამატებით პროგრამებში;
•    იყოს კეთილგანწყობილი აირექსის პროგრამის თანამშრომლებთან;
•    შეასრულონ სხვა მოვალეობები.

საჭირო მოთხოვნები:
•    ორგანიზატორული ნიჭი და დროის განაწილების უნარი;
•    ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
•    ინგლისური და ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა (წერა და ზეპირი), რუსულად კომუნიკაციის უნარი ჩაითვლება პრიორიტეტად;
•    ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებულ გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად;
•    დამოუკიდებლად და გუნდში მუშაობის გამოცდილება;
•    სხვა მოვალეობების შესრულება და ზედმეტი სამუშაო საათები ჩაითვლება პრიორიტეტად;
•    კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა (Word, Excel, Outlook, Internet).

საჭირო საბუთები:
•    სამოტივაციო წერილი;
•    რეზიუმე.

დოკუმენტების გაგზავნის ბოლო ვადაა 2011 წლის 30 სექტემბერი, 6:00 სთ.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის №32, ოთახი №C219 ტელ.: 229 47 11.

ბანერები