ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

სტაჟირების პროგრამა ახალგაზრდა ბიზნესმენთა ასოციაციაში

ახალგაზრდა ბიზნესმენთა ასოციაცია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის აცხადებს სტაჟირების პროგრამას დასაქმების პერსპექტივით. პროგრამაში მონაწილეობის უფლება აქვთ მესამე და მეოთხე კურსის სტუდენტებს.

მოთხოვნები:
•    ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა;
•    კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

დამატებითი მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
•    ანალიტიკური აზროვნება;
•    დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
•    კომუნიკაბელური, მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით.

სტაჟირების საგანი: ელექტრონული კომერცია.

სტაჟირების ხანგრძლივობა:
თვე ნახევარი, კვირაში სამი დღე (დღეში სამი-ოთხი საათი).

დაინტერესებულმა პირებმა მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: 822 29 47 11.

ბანერები