სტაჟირების პროგრამა აუთდორ.ჯი-ში
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის სარეკლამო კომპანია ”აუთდორ.ჯი”-ში ცხადდება სტაჟირების პროგრამა შემდეგ თანამდებობებზე:
გაყიდვების მენეჯერი:
· კლიენტებთან ურთიერთობა;
· შეთავაზების გაკეთება.
ტექნიკური მენეჯერი:
· პროცესების დაგეგმარება;
· შეკვეთების შესრულება.
საწარმოო მენეჯერი:
· ტექნიკური ციკლის შესწავლა;
· ტექნოლოგიის მენეჯმენტის შესწავლა.
სტაჟირების ხანგრძლივობა: სამი თვე.
სტაჯირების პროცესში სტუდენტებს სისტემატურად ჩაუტარდებათ ლექციები კონკრეტულ სფეროში. პროგრამის ბოლოს სტუდენტმა უნდა დაწეროს მოკლე (3-4 გვ.) პრეზენტაცია, სადაც ნათლად უნდა ჩანდეს საკუთარი ხედვა არსებულ სფეროსთან მიმართებაში. პრეზენტაცია სტუდენტებს საშუალებას მისცემს დასაქმდნენ ზემოთ აღნიშნულ ორგანიზაციაში. სტაჟირების დროს შესაძლებელია სტუდენტებს მოუწიოთ ღამის გათენებაც.
განაცხადის გაგზავნის ბოლო ვადაა 2010 წლის 22 ოქტომბერი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: (8 32) 29 47 11.