სტაჟირების პროგრამა აშშ-ის საელჩოს საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილებაში
ვაკანსიები სტუდენტებისთვის
აშშ-ის საელჩო საქართველოში აცხადებს სტაჟირების პროგრამას საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილებაში.
ვაკანსიის დეტალური აღწერა იხილეთ ინგლისურ ენაზე.
აშშ-ის საელჩო შესაძლებლობას აძლევს დაინტერესებულ სტუდენტებს, სტაჟირება გაიარონ და პრაქტიკული გამოცდილება მიიღონ აშშ-ის საელჩოში. პროგრამის მიზანია, სტუდენტებს მიეცეთ მუშაობის შესაძლებლობა საგარეო ურთიერთობების სფეროში ამერიკულ გარემოში.
სტაჟირება არ არის ანაზღაურებადი, არ გულისხმობს რამე სახის სარგებელს ან სამომავლო დასაქმების ვალდებულებას. თუმცა სტაჟირების პროგრამა გთავაზობთ მომავალი კარიერული განვითარებისთვის აუცილებელ სამუშაო გამოცდილებას.
ვის შეუძლია მონაწილეობა კონკურსში:
საქართველოს ტერიტორიაზე არსებული უმაღლესი სასწავლებლების სტუნდეტებს, რომლებიც გამოირჩევიან მაღალი აკადემიური მოსწრებით.
როგორ მივიღოთ მონაწილეობა კონკურსში: კანდიდატებმა, რომლებსაც აქვთ სურვილი, გაიარონ სტაჟირება გამოცხადებულ პოზიციებზე, ადამიანური რესურსების მართვის განყოფილებაში უნდა გაგზავნონ შემდეგი საბუთები:
- სააპლიკაციო ფორმა (ივსება ინგლისურ ენაზე);
- სამოტივაციო წერილი (იწერება ინგლისურ ენაზე);
- წერილობითი თანხმობა უნივერსიტეტიდან (სასურველია ინგლისურ ენაზე);
- სარეკომენდაციო წერილი (სასურველია ინგლისურ ენაზე);
- აკადემიური მოსწრების ფურცელი (სასურველია ინგლისურ ენაზე).
საბუთების მიღების დასაწყისი: 13 ნოემბერი, 2020
საბუთების მიღების დასასრული: 27 ნოემბერი, 2020
საბუთები გაგზავნეთ PDF ფორმატში შემდეგ ელფოსტის მისამართზე: HROTbilisi@State.gov: