ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

სტაჟირები პროგრამა საქველმოქმედო ორგანიზაცია „პირველი ნაბიჯი – საქართველო“ -ში

საქველმოქმედო ორგანიზაცია „პირველი ნაბიჯი – საქართველო“ აცხადებს სტაჟირების პროგრამას. ორგანიზაციის არსებობის მანძილზე ასობით ბავშვს გაეწია დახმარება სარეაბილიტაციო და საგანმანათლებლო კუთხით მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისა  და საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით.

მოვალეობები:
•    სტრატეგიისა და 2010-12 წლის სამოქმედო გეგმის  შემუშავებაში დახმარება;
•    ქართულ და ინგლისურ ენებზე საჯარო მასალების დამუშავება/გავრცელება;
•    ორგანიზაციის საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა;
•    შეხვედრებისა და ღონისძიებების ორგანიზება;
•    ჟურნალისტებთან თანამშრომლობა და უმწეობასთან დაკავშირებული საკითხების მუდმივად გაშუქება;
•    ფინანსური რესურსების მოზიდვა, კომპანიებთან და პოტენციურ დონორ ორგნაიზაციებთან თანამშრომლობის განვითარება/გაღრმავება.

მოთხოვნები:
•    მინიმუმ ბაკალავრის ხარისხი, სასურველია საზოგადოებრივი ურთიერთობების, ჟურნალისტიკისა ან სხვა მონათესავე მიმართულებებში. მონაწილეოების მიღება  შეუძლიათ ასევე უმაღლესი სასწავლებლების დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს;
•    ქართულისა და ინგლისური ენების სრულყოფილი ცოდნა;
•    კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office) ცოდნა; გრაფიკული პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
•    პრეზენტაციის უნარი;
•    გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი;
•    ენთუზიაზმი;
•    დაძაბულ რეჟიმში ეფექტურად მუშაობის უნარი;
•    შემოქმედებითობა და წარმოსახვის უნარი;

სტაჟირების ხანგრძლივობა:
3 თვე, სრული განაკვეთით. (ანაზღაურებადი).

საჭირო საბუთები:
•    რეზიუმე;
•    სამოტივაციო წერილი.

საბუთების გაგზავნის ბოლო ვადაა 2010 წლის 1 ნოემბერი 17:00 სთ.    
  
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის  გამზ. №32, ოთახი C 220,  ტელ.: 822 29 47 11.

ბანერები