ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

სტაჟირება სსიპ შსს არქივში

სსიპ შსს არქივი აცხადებს ორთვიან ვაკანსიას ორ პოზიციაზე სტუდენტებისათვის. სტუდენტები იმუშავებენ უშიშროების არქივში საარქივო მასალების სკანირება-სისტემატიზაციაზე. დასაქმების პერიოდია მიმდინარე წლის 1 ივნისი-31 ივლისი. სამუშაო საათებია ერთი პოზიციისთვის 10:00-14:00 სთ და მეორე პოზიციისთვის 14:00-18:00 სთ. სტუდენტი მიიღებს ანაზღაურებას თვეში 160 ლარის ოდენობით (ხელზე ასაღები თანხა). შესაძლებელია დასაქმების ვადის გაგრძელება. სტუდენტები სამუშაოს დასრულების შემდეგ მიიღებენ შესაბამის დოკუმენტს.

მოთხოვნები:  აუცილებელია კომპიუტერზე მუშაობის უნარ-ჩვევები და სასურველია რუსული ენის ცოდნა.
სტაჟირების მსურველებმა ელექტრონულ ფოსტაზე  archive@mia.gov.ge  მიმდინარე წლის 15 მაისიდან 25 მაისის ჩათვლით გამოაგზავნეთ (subject-ში მიუთითეთ „სტუდენტური დასაქმება“) შემდეგი საბუთები:

1.      CV (მიუთითეთ პირადი საკონტაქტო ინფორმაცია და უმაღლესი სასწავლებელი);
2.      სამოტივაციო წერილი (სამოტივაციო წერილში მიუთითეთ ერთი რეკომენდატორი საკონტაქტო მონაცემებით).

28 მაისიდან 30 მაისამდე გაიმართება გასაუბრება პოტენციურ კანდიდატებთან.

შეკითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით 241 23 68

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის დასაქმებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220,  ტელ.: 822 29 47 11.

ბანერები