სტაჟირება სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტში
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი იწვევს 35 წლამდე ასაკის უმაღლესი განათლების მქონე პირებს, საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველოში ერთთვიანი უფასო სტაჟირების გასავლელად, შემდგომში დასაქმების პერსპექტივით.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს კადრების სამმართველოში 2011 წლის 23 მაისიდან 13 ივნისის ჩათვლით უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:
ა) განაცხადი სტაჟირებაზე;
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) დახასიათება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან;
დ) განათლების ან შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (შესარჩევი მოთხოვნების შესაბამისად);
ე) ავტობიოგრაფია;
ვ) ორი ფოტოსურათი (3/4);
ზ) ცნობა სამედიცინო ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ.
თ) სამხედრო ბილეთის ასლი;
ი) შრომის წიგნაკის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
გასაუბრების თემატიკა გადმოგეცემათ განცხადების ჩაბარებისას.
შენიშვნა: წარმოდგენილი საბუთების შესწავლის შემდგომ მოხდება კონკურსზე კანდიდატების გამოძახება. აუცილებელი პირობაა "ინფო-ბუღალტერიის" ცოდნა. პრიორიტეტი მიენიჭება ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების "ACCA" მცოდნე პირებს.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2011 წლის 13 ივნისი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 219, ტელ: 822 29 47 11.