ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

სტაჟირება შსს აკადემიაში

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის აკადემია აცხადებს სტაჟიორების მიღებას იურისტებისათვის, შემდეგი მიმართულებით: სისხლის სამართალი, ადმინისტრაციული სამართალი, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის სამართალი.

სისხლის სამართლის მიმართულებით სტაჟირების საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
•    უმაღლესი იურიდიული განათლება;
•    საქართველოს სისხლის სამართლის და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის ცოდნა;
•    საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
•    მიზანდასახულობა;
•    პასუხისმგებლობის გრძნობა.

ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით სტაჟირების საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
•    უმაღლესი იურიდიული განათლება;
•    საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული სამართლის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის და ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების შესახებ 2010 წლის 7 ივნისის ბრძანების ცოდნა;
•    საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
•    მიზანდასახულობა;
•    პასუხისმგებლობის გრძნობა.

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის სამართლის მიმართულებით სტაჟირების საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
•    უმაღლესი იურიდიული განათლება;
•    ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის ცოდნა;
•    საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
•    მიზანდასახულობა;
•    პასუხისმგებლობის გრძნობა.

სტაჟირების ხანგრძლივობაა 6 თვე (ანაზღაურების გარეშე).

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2011 წლის 15 ივლისი.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის  გამზ. №32, ოთახი C 219,  ტელ.: 832 29 47 11.

ბანერები