სტაჟირება სესხის ოფიცერის თანამდებობაზე შ.პ.ს. "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედო"-ში
შ.პ.ს. "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედო" აცხადებს სტაჟირებას სესხის ოფიცერის თანამდებობაზე.
თანამდებობის მიზანი:
• სტაჟიორმა დახმარება უნდა გაუწიოს ფილიალის სესხის ოფიცერს ყოველდღიურ ოპერაციებში (სესხის ანალიზი, სესხის გაცემა, დელიკვენტური მენეჯმენტი, გადავადებული მენეჯმენტი და ა.შ.) და აგრეთვე სხვა პერსონალს (ბუღალტერი, ადმინისტრატორი და ა.შ.) საჭიროებისამებრ.
• სტაჟიორი გაივლის სესხის ოფიცრის და კრედიტებთან დაკავშირებული სხვა საქმიანობის პრაქტიკას.
აუცილებელი მოთხოვნებია:
• უნივერსიტეტის დიპლომი, სასურველია შესაბამის სფეროში;
• MS Office-ის ცოდნა;
• მძღოლის მოწმობა და საკუთარი ავტომობილი სასურველია.
სამუშაო გრაფიკი: პრაქტიკის ხანგრძლივობაა 2 თვე და შეიძლება გაგრძელდეს 4 თვემდე.
სამუშაო საათები შეიცავს სამუშაო დღეს სრული განაკვეთით.
ანაზღაურება: სტაჟიორი ყოველთვიურად მიიღებს 100 ლარს საქმესთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების დასაფარავად.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2010 წლის 6 ოქტომბერი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: (8 32) 29 47 11.