ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

სტაჟირება სასამართლო ადმინისტრირებისა და მენეჯმენტის რეფორმის (JAMR) პროექტში

USAID-ის მიერ დაფინანსებული სასამართლო ადმინისტრირებისა და მენეჯმენტის რეფორმის (JAMR) პროექტი აცხადებს სტაჟირებას იურიდიული ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისა ან იურისტებისათვის/ კურსდამთავრებულთათვის.

პროექტის ადგილმდებარეობა: თბილისი

სტაჟირების ხანგრძლივობა: 2009 წლის ნოემბერი - 2010 წლის იანვარი

პროექტი ახორციელებს საქართველოს სასამართლოებში 2009 წელს დასრულებულ საქმეთა შესწავლას. ამ მიმოხილვის მიზანია, გამოვლენილ იქნას სასამართლოებში საქმეთა განხილვის ვადები და საქმეთა გაჭიანურების მიზეზები.

სტაჟირების ხანგრძლივობაა 3 თვე.

საწყის სტადიაზე პროექტის სტაჟიორებს ჩაუტარდებათ ტრენინგი საქართველოს უზენაეს სასამართლოში. შემდეგ ეტაპზე მოხდება სტაჟიორების განაწილება (საცხოვრებელი ადგილის მიხედვით) თბილისის, რუსთავის, მცხეთის, გორის, ქუთაისისა და ბათუმის სასამართლოებში, სადაც ისინი შეისწავლიან დასრულებულ საქმეებს. პროგრამის დასასრულს მონაწილეებს დაურიგდებათ სტაჟირების დამადასტურებელი სერთიფიკატი.

სტაჟირების მსურველებმა განცხადება უნდა გადააგზავნონ შემდეგ მისამართზე: iBegiashvili@courtreformge.org არა უგვიანეს 2009 წლის 12 ნოემბრისა. წერილის დასახელებაში სავალდებულოა მიუთითოთ განცხადების კოდი.

კოდი: GE010

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობების სამსახურს მისამართზე: ქ. ჩოლოყაშვილის 5, ოთახი № 333.

ტ: 8 99 21 16 70; 8 77 23 77 18.

(ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობა).

ბანერები