ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

სტაჟირება საქართველოს პროკურატურაში

საქართველოს მთავარი პროკურატურა აცხადებს კონკურსს საქართველოს პროკურატურის ორგანოებში სტაჟიორთა მისაღებად.

სტაჟიორთა კონკურსი მიზნად ისახავს პროკურატურის სისტემაში ახალი კადრების მოზიდვას.

ძირითადი მოთხოვნები:
•     უმაღლესი იურიდიული განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტობა;
•     არგუმენტაციის უნარი;
•     პასუხისმგებლობის გრძნობა;
•     მიზანდასახულობა;
•     სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
•     მოტივირებულობა;
•     ანალიტიკური აზროვნება.

კონკურსში მონაწილეობის მსურველთა საბუთების მიღება იწარმოებს საქართველოს პროკურატურის სტაჟირების გავლის კომისიის სამდივნოში, 2011 წლის 8 ივლისის ჩათვლით, ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა, 10-დან 18 სთ-მდე.

საჭირო საბუთები:
•    წერილობითი განცხადება (ივსება კომისიის სამდივნოში);
•    მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი ან/და საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციის მოწმობების ასლები;
•    ავტობიოგრაფია (CV);
•    დიპლომისა და ნიშნების ფურცლის ასლი ან ცნობა ბაკალავრიატის დამამთავრებელ კურსზე სწავლის შესახებ;
•    რეკომენდაცია;
•    ამონაწერი შრომის წიგნაკიდან ან ცნობა შრომითი საქმიანობის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
•    ორი ფერადი ფოტოსურათი (3/4);
•    სერტიფიკატის ასლი პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

საქართველოს პროკურატურაში სტაჟირება ანაზღაურებადია და ყოველთვიური სარგო შეადგენს 480 ლარს. განსაკუთრებულ შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარის რეკომენდაციის საფუძველზე, მთავარი პროკურორის ბრძანებით, სტაჟიორს შეიძლება ვადაზე ადრე (მაგრამ არაუადრეს 6 თვისა) მოეხსნას სტაჟირება და დაინიშნოს საქართველოს პროკურატურის ორგანოებში ვაკანტურ თანამდებობაზე.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2011 წლის 8 ივლისი.
  
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის  გამზ. №32, ოთახი C 219,  ტელ.: 832 29 47 11.

ბანერები