სტაჟირება საქართველოს პროკურატურაში
საქართველოს პროკურატურა 2010 წლის მაისში აცხადებს სტაჟიორთა კონკურსს. კონკურსი გულისხმობს ტესტირებას ზოგად უნარებში, სპეციალობაში და გასაუბრებას, რომლის შემდეგაც კონკურსანტებს ჩაუტარდებათ ტრეინინგი.
გამარჯვებულები გაივლიან ერთწლიან სტაჟირებას საქართველოს პროკურატურაში. საქართველოს პროკურატურაში სტაჟირება ანაზღაურებადია. სტაჟირების გავლის შემდეგ წარმატებული სტაჟიორები დაინიშნებიან საქართველოს პროკურატურაში შესაბამის ვაკანტურ თანამდებობებზე.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2010 წლის 20 მაისი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ: (8 32) 29 47 11