ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

სტაჟირება საქართველოს იუსტიციის სამინისტროში

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო აცხადებს სტაჟირებას იუსტიციის სახლებში.

•    აღსრულების ეროვნული ბიურო - 5 სტაჟიორი;
•    საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო - 5 სტაჟიორი;
•    საქართველოს ეროვნული არქივი - 5 სტაჟიორი;
•    სამოქალაქო რეესტრის სააგენტო - 5 სტაჟიორი

1. აღსრულების ეროვნული ბიურო:

ქალაქი: ბათუმი.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
•    სააღსრულებო წარმოებაში მონაწილეობის მიღება;
•    აღმასრულებლის დახმარება სააღსრულებო წარმოებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადებაში;
•    აღმასრულებლის დახმარებით, სააღსრულებო საქმისწარმოების პროგრამაში დოკუმენტების რეგისტრაცია;
•    უფლებამოსილების ფარგლებში აღმასრულებლის სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
•    უმაღლესი იურიდიული განათლება ან უმაღლესი სასწავლებლის იურიდიული ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (ბაკალავრიატის ბოლო კურსი);
•    საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

საკონკურსო თემატიკა:
•    საქართველოს კონსტიტუცია;
•    "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონი;
•    საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
•    საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;
•    საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
•    საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;
•    საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აღსრულების ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 30 სექტემბერის ბრძანება #220.

2. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო:

ქალაქები: ბათუმი, რუსთავი და მესტია.

ფუნქცია-მოვალეობები:
•    სააგენტოს ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურის მუშაობის სპეციფიკის გაცნობა;
•    სამსახურებრივი დოკუმენტაციის გაცნობა;
•    ტერიტ. ს/ს-ის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება;
•    უფლებამოსილების ფარგლებში, სამუშაო პროცესში მონაწილეობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
•    უმაღლესი განათლება ან უმაღლესი სასწავლებლის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (სასურველია იურიდიული განათლება);
•    ინგლისური ენის ფლობა (სასურველია);
•    მომხმარებელთან ურთიერთობის უნარები;
•    საოფისე კომპიუტერული პროგრამების ფლობა;
•    მოქალაქეზე ორიენტაცია;
•    მიზანდასახულობა;
•    კონფლიქტური სიტუაციის მართვის უნარი;
•    კომუნიკაბელურობა.

საკონკურსო თემატიკა:
•    საქართველოს კონსტიტუცია;
•    საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
•    საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
•    "საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონი;
•    "მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონი.

3. საქართველოს ეროვნული არქივი:

ქალაქები: ბათუმი, რუსთავი და მესტია.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
•    იუსტიციის სახლში საარქივო კუთხით მოქალაქეთათვის კონსულტაციის გაწევა;
•    იუსტიციის სახლში საარქივო კუთხით მოქალაქეთა მომსახურება (ფრონტ-ოფისი).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
•    უმაღლესი განათლება ან უმაღლესი სასწავლებლის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
•    დოკუმენტებთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
•    საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
•    ანალიტიკური აზროვნება;
•    წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
•    გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
•    გუნდური მუშაობის უნარი;
•    დეტალების მიმართ ორიენტირებულობა.

საკონკურსო თემატიკა:
•    საქართველოს კონსტიტუცია;
•    საქართველოს კანონი "ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ";
•    საქართველოს ეროვნული არქივის დებულება;
•    ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III ნაწილი.

4. სამოქალაქო რეესტრის ეროვნული სააგენტო:

ქალაქები: ბათუმი, რუსთავი და მესტია.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
•    მოქალაქეთა მომსახურება (მომსახურების უნარ-ჩვევების გაუმჯობესების მიზნით);
•    სამოქალაქო რეესტრის პროდუქტების შესახებ კონსულტაციების გაცემა (კომპეტენციის ფარგლებში);
•    სამოქალაქო რეესტრის საქმიანობის პრაქტიკული შესწავლა.

საკონკურსო მოთხოვნები:
•    უმაღლესი განათლება ან უმაღლესი სასწავლებლის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
•    საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
•    სასურველია უცხო ენის ცოდნა (რუსული, ინგლისური).

საკონკურსო თემატიკა:
•    კონკურსი ჩატარდება იმ ნორმატიულ მასალაში, რომელიც მითითებულია შემდეგ ვებ-გვერდზე: http://www.cra.gov.ge

საბუთების მიღება წარმოებს 2011 წლის 15 ივნისის ჩათვლით.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის  გამზ. №32, ოთახი C 219,  ტელ.: 832 29 47 11.

ბანერები