ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

სტაჟირება საქართველოს ჰუმანური განვითარების ინსტიტუტში

ა.ა.ი.პ. საქართველოს ჰუმანური განვითარების ინსტიტუტი აცხადებს კონკურსს PR-მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაოს აღწერილობა:
•    ორგანიზაციის მიერ განხორციელებული სამუშაოს შესახებ საინფორმაციო გამოცემების მომზადება;
•    ინსტიტუტის ვებ გვერდისათვის მასალების მომზადება და განთავსება;
•    მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ საზოგადოების ინფორმირების პროცესში მონაწილეობა;
•    ორგანიზაციის შესახებ საპრეზენტაციო ფაილების მომზადება და სამიზნე აუდიტორიისათვის წარდგენა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
•    საზოგადოებასთან ურთიერთობების ან მომიჯნავე სპეციალობის სრული ან არასრული უმაღლესი განათლება;
•    შრომისმოყვარეობა, პუნქტუალურობა, პასუხისმგებლობის გრძნობა, კომუნიკაბელურობა;
•    ვერბალური და არავერბალური, ზეპირი დ აწერილობითი  კომუნიკაციის უნარი;
•    ქართული ენის გამართული ცოდნა;
•    კომპიუტერის ფლობის უნარ-ჩვევები (Microsoft Word, Excel, Power Point, Internet);
•    ინგლისური და რუსული ენის ფლობა (მიენიჭება უპირატესობა);
•    სამუშაო აღწერილობის შესაბამისი თეორიული ცოდნა.

შენიშვნა: კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა  მხოლოდ ელექტრონული ფოსტით უნდა წარმოადგინონ მოკლე ავტობიოგრაფია (CV) და სამოტივაციო წერილი (მაქსიმუმ 150 სიტყვა) შემდეგ მისამართ(ებ)ზე hdcg_info@hdcg.org.gehdig_info@gmail.com  10 ივნისამდე (ორივე მისამართზე გადმოგზავნა აუცილებელია). გამოგზავნილი ფაილ(ებ)ის სახელწოდებაში აუცილებლად უნდა იყოს მითეთებული აპლიკანტის სახელი, გვარი და ვაკანსიის მოკლე დასახელება (ამ შემთხვევაში „PR-მენეჯერი“), ხოლო წერილის თემატიკაში - ” PR-მენეჯერის პოზიციაზე სტაჟირება”.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის დასაქმებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220,  ტელ.: 822 29 47 11.

ბანერები