სტაჟირება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 2010 წლის აცხადებს სტაჟიორთა შესარჩევ კონკურსს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში, სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებში - ქ თბილისის მთაწმინდა-კრწანისის, ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს, ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის, გლდანი-ნაძალადევის, ქ. თბილისის ისანი-სამგორის, ქ. რუსთავის და ქ. მცხეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრებში და სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ - გამოცდების ეროვნულ ცენტრში, სსიპ - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში და სსიპ - ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრში.
სტაჟირების ხანგრძლივობა: 4 თვე.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2010 წლის 29 ოქტომბერი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: (8 32) 29 47 11.