ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

სტაჟირება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო აცხადებს სტაჟიორთა შესარჩევ კონკურსს პროექტისათვის Google Earth - ატვირთე საქართველო გუგლზე.

სტაჟიორების ფუნქციათა აღწერილობა:
•    ფოტოგადაღება და ფოტომასალის შეგროვება;
•    ფოტომასალის დამუშავება Adobe Photoshop-ში;
•    შენობის/ნაგებობის 3-განზომილებიანი (3D) მოდელის პროექტირება Autodesk 3D Max-ის ან Google Sketchup-ის მეშვეობით.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებიმიერი პირს, თუ ის აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს:
•    ასაკი 20-35 წლამდე;
•    უმაღლესი განათლებით (დაიშვებიან სტუდენტებიც). სასურველია განათლება არქიტექტურის, გრაფიკული დიზაინის, მედია ხელოვნების მიმართულებით;
•    Autodesk 3D Max-ის ან Google Sketchup-ის ცოდნა და მუშაობის გამოცდილება (3D Max-ის ცოდნა საკმარისია მოდელირების დონეზე);
•    Adobe Photoshop-ის ცოდნა და მუშაობის გამოცდილება;
•    სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
•    ორგანიზენულობა, პასუხისმგებლობის გრძნობა, კომუნიკაბელურობა, გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV და თქვენი მინიმუმ ორი 3D ნამუშევარი 2012 წლის 18 მაისის ჩათვლით, ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე:  vacancy@napr.gov.ge.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის დასაქმებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220,  ტელ.: 822 29 47 11.

ბანერები