სტაჟირება სადაზღვევო კომპანიაში
სადაზღვევო კომპანია "პსპ დაზღვევა" აცხადებს კონკურსს სტაჟიორის მისაღებად ფინანსურ დეპარტამენტში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან კურსდამთავრებული ფინანსებში/ბიზნესის ადმინისტრირებაში/ზუსტ მეცნიერებებში/საინფორმაციო ტექნოლოგიებში
• საოფისე კომპიუტერული პროგრამების, განსაკუთრებით პროგრამა Excel-ის სრულყოფილი ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
• ანალიტიკური აზროვნების უნარი
• სიზუსტე და აკურატულობა
• დეტალებისადმი ყურადღება
• ორგანიზებულობა, პუნქტუალობა
სტაჟირების პირობები:
სტაჟირების ვადა: სამი თვე.
სტაჟირება არაანაზღაურებადია.
გრაფიკი: შეთანხმებით.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ შევსებული სააპლიკაციო ფორმა (იხილეთ დანართი) ფოტოსთან ერთად მისამართზე: hr@ipsp.ge ან შეავსოთ განაცხადი შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, აღმაშენებლის გამზ. 150. გთხოვთ, ელფოსტის საგანში (subject) მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზედაც შემოგაქვთ საბუთები. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განცხადება არ იქნება განხილული.
განაცხადები მიიღება 2012 წლის 15 ივლისამდე.
აპლიკანტების საყურადღებოდ: ტესტირებასა და გასაუბრებაზე ვიწვევთ მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის დასაქმებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: 822 29 47 11.