სტაჟირება საცალო გაყიდვების დეპარტამენტში
შპს დაზღვევის საერთაშორისო კომპანია "ირაო" აცხადებს სტაჟიორების მიღებას საცალო გაყიდვების დეპარტამენტში.სტაჟირებაზე მიიღებიან უმაღლესი განათლების მქონე ახალგაზრდები, ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტები.
სტაჟიორების შერჩევა მოხდება კონკურსის საფუძველზე. შერჩეული კანდიდატები გაივლიან 3 თვიან სტაჟირებას, რომელიც მოიცავს შესაბამის თეორიულ და პრაქტიკულ საქმიანობას. სტაჟირება მოითხოვს სრული სამუშაო დროით დატვირთვას. სტუდენტებისთვის სესიების დროს გაკეთდება შეღავათები. წარმატებული სტაჟიორები დასაქმდებიან "ირაოში", საცალო გაყიდვების დეპარტამენტში. 3 თვიანი სტაჟირების დასრულებისას, გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი.
სტაჟიორის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
კომპანიის საქმიანობის და სადაზღვევო პროდუქტების შესწავლა;
მომსახურებისა და გაყიდვების უნარ-ჩვევების განვითარება;
საცალო გაყიდვების მენეჯერთან ერთად ახალი კლიენტების მოძიება, პრეზენტაციების გაკეთება;
საცალო გაყიდვების მენეჯერის ასისტირება.
კანდიდატს უნდა გააჩნდეს შემდეგი პიროვნული უნარ-ჩვევები:
ინიციატივიანობა, აქტიურობა;
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
შემოქმედებითობა;
პრეზენტაბელურობა;
კომუნიკაბელურობა;
დამაჯერებლობა;
შრომისმოყვარეობა;
მოწესრიგებულობა, პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ CV ან შევსებული სააპლიკაციო ფორმა (იხილეთ დანართი) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@irao.ge 2013 წლის 15 თებერვლის ჩათვლით. წერილის სათაურში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.