სტაჟირება საადვოკატო ბიუროში
საადვოკატო ბიურო სპს „ოთარ კაჭკაჭაშვილი და კონსულთანტთა ჯგუფი“ და არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატია და სამართალი“ აცხადებს სტაჟირების პროგრამაზე მიღებას ერთობლივ პროექტზე „სასამართლოებში საქმის წარმოებისმიმდინარეობის შესწავლის ასპექტები“
პროექტში სტაჟირების გავლა შეუძლია უმაღლესი განათლების მქონე იურისტებს და იურიდიული ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს.
სტაჟიორს მოეთხოვება:
• სამოქალაქო კოდექსის, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, ადმინისტრაციული კოდექსისა და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის ცოდნა;
• პუნქტუალობა;
• შრომისმოყვარეობა;
• საქმისადმი ძირეული დამოკიდებულება;
სტაჟიორთა შერჩევის პირველი ეტაპი მოიცავს cv-ის საფუძველზე შერჩევას, მეორე ეტაპზე გასულ პირებს ჩაუტარდებათ გასაუბრება, რომლის შემდეგ შეირჩევა სტაჟიორები.
სტაჟირება არ არის ანაზღაურებადი, სტაჟირების წარმატებით გავლის შემდეგ სტაჯიორს გადაეცემა სტაჟირების გავლის სერთიფიკატი.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2011 წლის 10 მაისი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 219, ტელ: 822 29 47 11
საბუთების შემოტანის ბოლო ვადაა 2011 წლის 10 მაისი. პროექტი გაგრძელდება 2011 წლის 16 მაისიდან 2011 წლის 16 აგვისტოს ჩათვლით.
პროექტში სტაჟირების გავლის მსურველებმა გამოგზავნეთ თქვენი სამოტივაციო წერილი და რეზიუმე ფოტო–სურათთან ერთად ელ–ფოსტით info@myadvokat.ge –ზე ან მოიტანეთ საადვოკატო ბიუროს მისამართზე, ქ. თბილისი, კოსტავას ქუჩა #21.
სტაჟირების გავლის მსურველმა პირებმა საბუთების ელ–ფოსტით გაგზავნის შემთხვევაში აუცილებლად მიუთითეთ სტაჟირების კოდი.
დამატებითი კითხვებისათვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომრებზე: 832 47 67 67; 832 47 87 87
კოდი: 4291