ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

სტაჟირება ქართველი სტუდენტებისათვის აშშ–ს საელჩოს საზოგადოებრივ საქმეთა სექციაში

აშშ–ს საქართველოს საელჩო აცხადებს სტუდენტებისათვის სტაჟირებაზე განაცხადების მიღებას.

სტაჟიორთა სასურველი რაოდენობა: ოთხი.

სტაჟირების ხანგრძლივობა:
თებერვალი- ივლისი, არასრული განაკვეთი, კვირაში 20-30 საათი.

კონკურსის შედეგად შერჩეულ სტაჟიორთა ძირითადი მოვალეობები:
•    საზოგადოებრივ საქმეთა სექციის (PAS) მომსახურე პერსონალის დახმარება სხვადასხვა საქმიანობაში, კერძოდ:
1.    ერთი სტაჟიორი დახმარებას უწევს საგანმანათლებლო სექციის მომსახურე პერსონალს;
2.    ერთი სტაჟიორი დახმარებას უწევს პრესასთან დაკავშირებული სექციიის მომსახურე პერსონალს;
3.    ერთი სტაჟიორი დახმარებას უწევს საინფორმაციო რესურსების ამერიკული ცენტრის (ACIR) მომსახურე პერსონალს;
4.    ერთი სტაჟიორი დახმარებას უწევს მომსახურე პერსონალს კულტურულ საკითხებში.
•    რიგრიგობით საქმიანობა (PAS) სექციის ამა თუ იმ ქვედანაყოფებში.

განაცხადების  გაგზავნის ბოლო ვადაა 2010 წლის 31 დეკემბერი.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის, დასაქმების, დაბინვებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ: 822 29 47 11.

ბანერები