სტაჟირება პრივატბანკში
პრივატბანკი-საქართველოსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მომერანდუმის საფუძველზე, გთავაზობთ ჩვენთან თანამშრომლობის კონკრეტულ პროცედურას:
• გაიარეთ რეგისრტაცია თქვენი უნივერსიტეტის სტუდენტურ სერვის-ცენტრში;
• დაესწარით ბანკის და უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ საინფორმაციო შეხვედრას თქვენსავე უნივერსიტეტში;
• დარეგისტრირდით გაყიდვების აგენტად პრივატბანკ-საქართველოში;
• მიიღეთ უნივერსალური საკრედიტო ბარათი;
• გაიარეთ ტრენინგი საბანკო პროდუქტებსა და გაყიდვებში;
• გაყიდეთ პრივატბანკ-საქართველოს პროდუქტები და მომსახურეობა;
• მიიღეთ გაყიდვების შედეგად გამომუშავებული ბონუსური ანაზღაურება;
პროექტის პრივილეგიები:
• თქვენ მიიღებთ კარგ სამუშაო პრაქტიკას;
• თქვენი ბონუსური ანაზღაურება შეუზღუდავია და მთლიანად დამოკიდებულია თქვენს მიერ გაყიდული პროდუქტების რაოდენობაზე;
• არ ხართ შეზღუდული გაყიდვების წარმოების დროსა და ადგილში;
• ბანკთან აქტიური და პროდუქტიული თანამშრომლობის შემთხვევაში ირიცხებით საკადრო რეზერვში;
• საკადრო რეზერვში ჩარიცხული სტუდენტები პრივილეგირებულად განიხილებიან გამოცხადებულ ვაკანსიებზე;
შენიშვნა:
• თქვენ ხდებით ბანკის გაყიდვების აგენტი ანუ შტატგარეშე თანამშრომელი, ეს ურთიერთობა დროში შეზღუდული არაა და დამოკიდებულია მხოლოდ თქვენს სურვილზე;
• ეს არ არის სტაჟირების პროცესი და არ ამოიწურება მხოლოდ ტრენინგის მოსმენით;
• ბანკი გასცემს რეკომენდაცია-დახასიათებას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ დააკმაყოფილებთ წინასწარ განსაზღვრულ კრიტერიუმებს;
• ინფორომაციას ბანკის კრიტერიუმების თაობაზე მიიღებთ საინფორმაციო შეხვედრაზე;
• ჩაგეთვლებათ თუ არა ბანკის გაყიდვების აგენტად მუშაობა სასწავლო კრეიდიტებად – მთლიანად დამოკიდებულია თქვენი უნივერსიტეტის გადაწყვეტილებაზე;
• ბანკი მთლიანად იღებს პასუხისმგებლობას იმაზე, რომ თქვენს მიერ გამომუშავებული ბონუსი დაგერიცხებათ შეუზღუდავად და დროულად, ასევე იმაზეც, რომ აქტიური აგენტები უპირატესად იქნებიან განხილულნი ვაკანტურ პოზიციებზე.
სტაჟირებაზე რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2011 წლის 31 მარტი.
სტაჟირებაზე რეგისტრაციის გასავლელად მობრძანდით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებაში მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 219, ტელ.: 822 29 47 11.