სტაჟირება PR-ის მიმართულებით
სპორტული კლუბი „არმია“ აცხადებს სტაჟირებას PR-ის მიმართულებით.
სტაჟირების ვადა: 3 თვე;
დაქვემდებარება: მარკეტინგის მენეჯერი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- კომუნიკაბელური, ენერგიული,დისციპლინირებული,ინიციატივის მქონე;
- შემოქმედებითი აზროვნება;
- გამართულად წერის და მეტყველების უნარი;
- განათლება: ბაკალავრი ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (სასურველია პიარის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით);
- საოფისე პროგრამების ცოდნა: Word, Power Point, Excel;
- ენები: ინგლისური და რუსული (სასურველია).
ფუნქციები:
- საკომუნიკაციო არხების მართვა;
- ურთიერთობა მედია საშუალებებთან;
- მონაწილეობის მიღება გაყიდვების მიმართულებით;
- სპორტული და სხვა ღონისძიებების ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება;
დაინტერესებულმა პირებმა გაგზავნეთ CV (PDF ფორმატში) ელექტრონულ მისამართზე: hr@scarmia.ge 2013 წლის 18 აგვისტომდე