სტაჟირება მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციაში
მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაცია აცხადებს ვაკანსიას იურიდიული და სამართლებრივი პოლიტიკის განყოფილების სტაჟიორის პოზიციაზე, სამთვიანი გამოსაცდელი ვადის შემდეგ დასაქმების პერსპექტივით.
სამუშაო გრაფიკი: სრული.
სამუშაო ადგილი: თბილისი.
დაინტერესებულ კანდიდატს უნდა ჰქონდეს უმაღლესი იურიდიული განათლება ან უნდა იყოს იურიდიული ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი.
ძირითადი მოთხოვნები:
• საქართველოს მიწასა და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული კანონმდებლობის ცოდნა;
• საქართველოს სამოქალაქო, ადმინისტრაციული და საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა;
• საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
დაინტერესებულმა კანდიდატმა სასურველია იცოდეს ინგლისური ენა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის ვებ-პროგრამის გამოყენება.
მოვალეობები:
• მიწის/უძრავი ქონების მესაკუთრეებისთვის კონსულტაციების გაწევა;
• სხვადასხვა სახის იურიდიული დოკუმენტების მომზადება/რედაქტირება/კორექტირება;
• საკანონმდებლო სიახლეების მონიტორინგი;
• სხვა მოვალეობების შესრულება ხელმძღვანელობის მოთხოვნების შესაბამისად.
დაინტერესებულ კანდიდატებმა ელექტრონულად უნდა გადააგზავნონ თავიანთი რეზიუმე ქართულ ენაზე, 2010 წლის 24 აგვისტოს 17:00 საათამდე. გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: 822 29 47 11.