ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

სტაჟირება მენეჯერის პოზიციაზე

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ "ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი" აცხადებს სტაჟირებას მენეჯერის პოზიციაზე.

•    სამუშაო ტიპი: სტაჟირება
•    სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებით

ზოგადი მიმოხილვა:
სსიპ "ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი" იწყებს ქვეყანაში მოხალისეობის სფეროს განვითარებას. დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, მოხალისეობა განიმარტება არაანაზღაურებად საქმიანობად, რომელიც მოითხოვს გარკვეულ დროს და სრულდება საზოგადოების ან ცალკეული პიროვნების სასარგებლოდ.
ფუნქცია-მოვალეობები:
•    მოხალისეთა ბაზის შექმნაში მონაწილეობის მიღება;
•    ბაზის გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
•    ანგარიშგებისა და მონიტორინგის ფორმების შექმნა;
•    მოხალისეთა დასაქმების მსურველი კერძო, საჯარო და არასამთავრობო დაწესებულებების ბაზის შექმნა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
•    ზოგადი განათლება;
•    სრულყოფილი წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
•    საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
•    ინგლისური ენის ცოდნა (კომუნიკაციის დონეზე).

დაინტერესებულმა კანდიდატმა უნდა გამოაგზავნონ CV მისამართზე: hr@cync.ge 2012 წლის 5 ივნისის ჩათვლით. გთხოვთ დასახელებაში მიუთითოთ, რომელ ვაკანსიაზე შემოგაქვთ განაცხადი.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

ბანერები