ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

სტაჟირება კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე

გაყიდვების აუთსორსინგული და საბროკერო კომპანია  შპს სქაი სეილსი, აცხადებს სტაჟირების 3 თვიან პროგრამას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის  თანამდებობაზე.

ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი (გამომუშავებით) სტაჟირების განმავლობაში კანდიდატები გავლიან სპეციალურ ტრენინგ კურსს გაყიდვების ხელოვნებაში და მიღებულ ცოდნას გამოიყენებენ პრაქტიკაში. სტაჟირების მიზანია კანდიდატები გახდნენ უმაღლესი დონის პროფესიონალები გაყიდვების სფეროში.სტაჟირების დასრულების შემდეგ წარმატებული კანდიდატები დასაქმდებიან სქაი სეილსის კორპორატიული გაყიდვების მენეჯერების თანამდებობაზე.

მოთხოვნები:

 - კომუნიკაბელურობა;
- შრომისმოყვარეობა;
- პრეზენტაბელურობა;
- მონდომება;
- სხარტი აზროვნება;
- ენთუზიაზმი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- მოწესრიგებულობა;
- ყურადღებიანობა.

 ძირითადი მოვალეობები:

- ახალი კორპორატიული კლიენტების მოძიება
- კლიენტებთან პარტნიორული ურთიერთობის ჩამოყალიბება
- არსებული კორპორატიული კლიენტების მოთხოვნილებების ანალიზი და მათზეგაყიდვების განხორციელება.

დაინტერესებულმა პირებმა გაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: e_kiknadze@skysales.ge არაუგვიანეს 2013წლის 10 ივნისამდე.

ბანერები