სტაჟირება ”კორ სტანდარტ ბანკში”
"კორ სტანდარტ ბანკს" ესაჭიროება სტაჟიორები გაყიდვების სამსახურში.
შერჩეული კანდიდატები გაივლიან ტრენინგს კომუნიკაციისა და კლიენტების ეფექტურად მოზიდვის სფეროში. ისინი გაეცნობიან ბანკში არსებულ პროდუქტს და შეიძენენ ბანკის ფილიალებში პრაქტიკულ გამოცდილებას. სატრენინგო კურსის დასრულების შემდეგ, სტაჟიორები დამოუკიდებლად იმუშავებენ კლიენტებთან. წარმატებული სტაჟიორები დასაქმდებიან და მოზიდული კლიენტების რაოდენობის მიხედვით მიიღებენ ბონუსებს.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირების, საბანკო ან რაიმე მსგავს სფეროში;
• MS Office-ის ცოდნა;
• სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
• დამამთავრებელი კურსისა და სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებსაც შეუძლიათ გაიარონ სტაჟირება, თუ ისინი შეძლებენ დაკავდნენ სრული სამუშაო დღით.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2010 წლის 28 თებერვალი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ
უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა სამსახურის
დასაქმების განყოფილებას მისამართზე:
ქ. ჩოლოყაშვილის 5, ოთახი F 306
ტელ: 898 24 24 21
(ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობა)