სტაჟირება კლიენტთა მომსახურების მოლარე-მენეჯერის თანამდებობაზე
სს "ბაზისბანკი" აცხადებს 3-თვიან სტაჟირებას, დასაქმების პერსპექტივით, კლიენტთა მომსახურების მოლარე-მენეჯერის თანამდებობაზე.
მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება (სასურველია საბანკო, საფინანსო, ბიზნეს ადმინისტრირების სფეროებში);
• ენების ცოდნა: რუსული, ინგლისური;
• საოფისე პროგრამების ცოდნა;
• მოტივირებულობა, მზადყოფნა რთული სამუშაოს შესრულებისა და მუდმივი წინსვლისათვის;
• დეტალებისადმი ყურადღების მიქცევის უნარი; საუკეთესო საკომუნიკაციო უნარ-ჩვევები;
• სწრაფად და ზეწოლის ქვეშ მუშაობის უნარი;
• პრობლემების დროულად და მშვიდად მოგვარების უნარი.
დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოგზავნონ CV/სააპლიკაციო ფორმა და ფოტოსურათი (3x4) შემდეგ მისამართზე: hr@basisbank.ge 2012 წლის 05 მაისის ჩათვლით.
სააპლიკაციო ფორმის მისაღებად ან სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის დასაქმებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: 822 29 47 11.