სტაჟირება კემბრიჯის უნივერსიტეტის კოლეჯში
კემბრიჯის კოლეჯების სამეცნიერო პროექტი აპრილი 2010 - მარტი 2011
კემბრიჯის უნივერსიტეტი, ღია საზოგადოების ინსტიტუტთან ერთად, იწვევს ცენტრალური, აღმოსავლეთ ევროპისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებს კემბრიჯის კოლეჯების სამეცნიერო პროექტში მონაწილეობის მისაღებად.
პროგრამა გთავაზობთ სტაჟირებას კემბრიჯის უნივერსიტეტის ერთ-ერთ კოლეჯში ერთი თვით ზაფხულის პერიოდში (ივლისი-სექტემბერი).
პროგრამის მონაწილეები, როგორც წესი, უნდა იყვნენ უნივერსიტეტის პედაგოგები ან კვლევითი ინსტიტუტების თანამშრომლები, რომელთაც აქვთ სადოქტორო ხარისხი და სურთ, იმუშავონ კემბრიჯის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში, კონსულტაციები მიიღონ და სამეცნიერო და აკადემიური კავშირები დაამყარონ კემბრიჯის უნივერსიტეტში არსებულ ნებისმიერი მიმართულების სპეციალისტებთან.
უპირატესობა ენიჭება მათ, ვინც მუშაობს ისეთ სპეციფიკურ პროექტზე, როგორიც არის წიგნი ან ახალი სალექციო კურსი, და ასევე მათ, ვისაც არ ჰქონია უცხოეთში სწავლის შესაძლებლობა.
პროგრამაში მონაწილეობის მსურველები კარგად უნდა ფლობდნენ ინგლისურ ენას.
ის აპლიკანტები, რომლებიც ორ თვეზე მეტი ხნის ვადით ნამყოფნი არიან ან გეგმავენ გამგზავრებას უცხოეთში 2009 წლის 1 აპრილიდან, კემბრიჯში გამგზავრებს სავარაუდო თარიღამდე, პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად არ დაიშვებიან.
განაცხადის შეტანის ბოლო ვადაა 2009 წლის 1 დეკემბერი.
დამატებითი ინფორმაცია კემბრიჯის უნივერსიტეტების დეპარტამენტებისა და ფაკულტეტების შესახებ შეგიძლიათ შეიტყოთ კემბრიჯის უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე(http://www.cam.ac.uk/)
საგანაცხადო ფორმებისათვის გთხოვთ, იხილოთ ვებვერდი: http://www.cie.ge/?i=8&l=2&i2=592
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ
უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა სამსახურს მისამართზე:ქ. ჩოლოყაშვილის 5, ოთახი 333,
ტელ: 899 21 16 70, 877 23 77 18
(ილ. ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობა)