სტაჟირება იუსტიციის სახლებში
„იუსტიციის სახლი“ აცხადებს 2-3 თვიან არაანაზღაურებად სტაჟირებას ბათუმის, ოზურგეთის, ქუთაისის, გურჯაანის, ყვარლის, თელავის, ახალციხის და თბილისის იუსტიციის სახლებში .
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- მოქალაქეთა სწრაფი, ეფექტური და თავაზიანი მომსახურება;
- მოქალაქეთა მარშრუტის დარეგულირება: შემოსული მოქალაქის გადამისამართება შესაბამისი მიმართულებით, თითოეულ შემოსულ მოქალაქესთან ურთიერთობის დამყარება;
- მოქალქეთა მოთხოვნების განსაზღვრა და მათთვის საორიენტაციო სამსახურის გაწევა: გადამისამართება, მარშრუტის განსაზღვრა.
- მოქალაქეთათვის პირველადი კონსულტაციის გაწევა: მოქალაქისთვის სასურველ სერვისთან დაკავშირებული აუცილებელი პროცედურების განმარტება, მოქალაქისთვის
- საჭირო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით კონსულტაციის გაწევა, მოქალაქისთვის სერვისის ვადების და საფასურის განმარტება;
- მოქალაქეთა დახმარება ავტომატიზირებულ სისტემებთან მუშაობისას: რიგის მართვის სისტემის საშუალებით მოქალაქისთვის ბილეთის ამობეჭდვა, მოქალაქის
- დახმარება ფოტო-ჯიხურში სურათის გადაღებისას, მოქალაქის დახმარება ბანკომატებთან და სხვა ავტომატიზირებულ სისტემებთან მუშაობისას;
- მოქალაქეების დახმარება ონლაინ სერვისების მიღებაში, მათ შორის ინფოკიოსკების მოხმარებაში კონსულტაციის გაწევა.
- შერჩეული კანდიდატების ნაწილი შეირჩევა სარეზერვო ჯგუფისათვის, რომლებსაც დაევალებათ:
- მომხმარებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების შემოწმება, კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა;
- მიღებული დოკუმენტების მონაცემთა სისწორის შემოწმება;
- იუსტიციის სახლის მომხმარებელთა კონსულტირება და დამზადებული დოკუმენტების დროული გაცემა/მიწოდება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (სასურველია იურიდიული განათლება);
- ქართული ენის სრულყოფილად ფლობა (სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა);
პროფესიული უნარ-ჩვევები:
- სტანდარტული კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
- კომუნიკაბელურობა;
- ლოგიკური აზროვნება;
- კეთილგანწყობა;
- დახვეწილი მეტყველება;
- მოქალაქეთა ეფექტურად და თავაზიანად მომსახურების უნარ-ჩვევები;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
- მოტივირებულობა;
- ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- სწრაფად ათვისების უნარი;
- დატვირთულ რეჟიმში მუშაობისა და პრობლემების დროულად მოგვარების უნარი;
- გუნდურობა;
კონკურსში მონაწილეობის მსურველები დარეგისტრირდით საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე და შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა მისამართზე: http://www.hr.gov.ge/ 2013 წლის 14 აგვისტოს ჩათვლით.