სტაჟირება იურისტის პოზიციაზე
ახალგაზრდული უფლებადაცვითი არასამთავრობო ორგანიზაცია - "ახალგაზრდა ადვოკატები" აცხადებს სტაჟირებას იურისტის პოზიციაზე. სტაჟირებაზე
მიიღებიან უმაღლესი სასწავლებლის III ან IV კურსის სამართლისმცოდნეობის სპეციალობის სტუდენტები. სტაჟირებაზე მიიღება 5 სტუდენტი. სტაჟირების საერთო ხანგრძლივობა შეადგენს 5 თვეს. ადგილმდებარეობა: თბილისი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
* პასუხისმგებლობის მაღალი ხარისხი;
* კრეატიულობა;
* ანალიტიკური აზროვნების უნარი;
* კომუნიკაბელურობა;
* განსხვავებული აზრის პატივისცემა;
* მობილურობა;
* გუნდური მუშაობის უნარი;
* პრეზენტაბელურობა;
* ინგლისური ენის კარგად ცოდნა (სასურველია რუსულიც);
* კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ცოდნა.
მთავარი ფუნქცია-მოვალეობები:
* მონაწილეობა სამართლებრივი პრობლემების ანალიზში;
* მონაწილეობა დოკუმენტაციის მომზადებაში;
* წარმომადგენლობა საქმისწარმოებაში;
* მოქალაქეთა კონსულტაცია;
* პროექტების მომზადებაში თანამონაწილეობა;
* ურთიერთობა სახელმწიფო და კერძო ინსტიტუციებთან;
* საჯარო ღონისძიებებში მონაწილეობა.
დაინტერესებულმა პირებმა გაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე:pryoungbarristers@yahoo.com 2013 წლის 29 ივნისამდე , სათაურის ველში მიუთითეთ სიტყვა: "სტაჟირება".