ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

სტაჟირება იურისტის ასისტენტის პოზიციაზე

არჩილ მჭედლიძის იურიდიული კომპანია აცხადებს უხელფასო სტაჟირებას იურისტის ასისტენტის პოზიციაზე ექვსი თვის ვადით.

შერჩეული კანდიდატი შეისწავლის:
•    სხვადასხვა სახის იურიდიული დოკუმენტების მომზადებას;
•    სასამართლო და საარბიტრაჟო პრაქტიკას;
•    სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.

მოთხოვნები:
•    უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დიპლომი (შესაძლებელია განიხილოს დამამთავრებელ კურსზე მყოფი კანდიდატის რეზიუმეც);
•    სასურველია კანდიდატს გავლილი ჰქონდეს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა (სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით);
•    ინგლისური ენის საფუძვლიანი ცოდნა (სასურველია დამადასტურებელი სერტიფიკატების წარმოდგენა).

უნარ-ჩვევები:
•    ანალიტიკური აზროვნების უნარი;
•    მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
•    აქტიური, კომუნიკაბელური, პუნქტუალური, შრომისმოყვარე.
•    საოფისე პროგრამების ცოდნა;
•    გუნდური მუშაობის უნარი.

სამუშაო საათები: 09:30-დან 18:30-მდე, შაბათ-კვირის გარდა.
მისამართი: ქ. თბილისი, მარჯანიშვილის ქ. 6 (მწვანე შენობა).
ვებ-გვერდის მისამართი: http://www.lawpractice.ge

მსურველებმა უნდა წარმოადგინონ CV ფოტოსურათთან ერთად ელექტრონულ მისამართზე: info.lawpractice@gmail.com  30 ივნისის ჩათვლით.

ბანერები