სტაჟირება იურისტებისთვის აღსრულების ეროვნულ ბიუროში
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიურო აცხადებს სტაჟიორთა კონკურსს აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და მის რეგიონულ ბიუროებში.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:
უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე პირებს;დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს.
გამოცდა ჩატარდება ორ ეტაპად: პირველი ეტაპი ტესტირება, ხოლო მეორე ეტაპი გასაუბრება.
გამარჯვებულები გაივლიან ექვსთვიან სტაჟირებას აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და რეგიონულ ბიუროებში. სტაჟირების წარმატებულად გავლის შემდგომ გაიცემა სერტიფიკატი.
საბუთების მიღება და რეგისტრაცია იწარმოებს 2009 წლის 1 ოქტომბრიდან 2009 წლის 21 ოქტომბრის ჩათვლით, ყოველდღე 10:00 საათიდან 18:00 საათამდე.
მისამართი:
ქ. თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ 1;
ქ. ქუთაისი, სადგურის მოედანი 3ა;
ქ. ბათუმი, პ. მელიქიშვილის ქ. 81;
ქ. ზუგდიდი, დ. აღმაშენებლის ქ. 106;
ქ. ახალციხე, ნ. კეცხოველის ქ. 6;
ქ. თელავი, გ. ჩოხელის ქ. 35.
მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი სახის დოკუმენტები:
1. დადგენილი ფორმის განაცხადი სტაჟირებაზე (ივსება ადგილზე);
2. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;3. ავტობიოგრაფია ან CV;4. 2 ფოტოსურათი ზომით 3/4;5. დიპლომის ასლი (ცნობა უმაღლესი სასწავლებლიდან).
დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ შემდეგი ვებ გვერდი http://www.nbe.gov.ge
ან მიმართეთ
უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა სამსახურს მისამართზე:
ქ. ჩოლოყაშვილის 5, ოთახი 333,
ტელ: 89921 16 70, 877 23 77 18
(ილ. ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობა)