ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

სტაჟირება ილიაუნის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისათვის

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი აცხადებს არაანაზღაურებად სტაჟირებას ილიაუნის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისათვის. სტაჟირების ფარგლებში სტუდენტები ჩაერთვებიან დეპარტამენტის ყოველდღიურ საქმიანობაში, მისი დასრულების შემდეგ კი მიიღებენ შესაბამის სერტიფიკატს.

სტაჟიორები განაწილდებიან შემდეგ მიმართულებებზე:

  • კარიერული განვითარების სერვისები
  • სპორტი
  • სტუდენტური პროექტები
  • დეპარტამენტის პროექტები

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე: https://goo.gl/znU1bw

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 2018 წლის 28 ოქტომბერი

ადგილების რაოდენობა:10 სტაჟიორი

სტაჟირების ვადები: 3-9 თვე


გადაწყვეტილების მიღების ვადები:

3 ნოემბერი – ტესტირების ეტაპის დასასრული;

10ნოემბერი – გასაუბრების ეტაპის დასასრული;

14ნოემბერი – საბოლოო გადაწყვეტილება.

კონკურსის ეტაპები:

  • განაცხადების გადარჩევა
  • ტესტირება
  • გასაუბრება
  • პრაქტიკული დავალება [საჭიროებისამებრ]

მიმართულებები და სტაჟიორების ფუნქციები

დეპარტამენტის ინიცირებული პროექტები/გასვლითი სკოლები:

  • პროექტის მოსამზადებელი სამუშაოს ჩატარება;
  • პარტნიორებთან ურთიერთობა;
  • პროექტის კოორდინირება;
  • მონაწილეებთან ურთიერთობა.

სტუდენტების ინიცირებულიპროექტები:

  • სტუდენტური პროექტების ბაზის წარმოება;
  • დამტკიცებული პროექტების განხორციელებისათვის საჭირო ფორმალური საკითხების მოგვარება;
  • სტუდენტებისთვის კონსულტაციის გაწევა პროექტებთან დაკავშირებული საკითხების შესახებ.

კარიერული განვითარების სერვისები:

  • ვაკანსიების სისტემატური მოძიება სტუდენტებისთვის;
  • დასაქმების ფორუმების თანაორგანიზება;
  • პირდაპირი და ელექტრონული კომუნიკაცია სტუდენტებსა და დამსაქმებლებთან;
  • პრაქტიკული კონსულტაციები რეზიუმესა და სამოტივაციო წერილების შედგენის შესახებ.

სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის სპორტის მიმართულება:

  • სპორტული შეჯიბრებებისა და სხვადასხვა პროექტის კოორდინირება;
  • უნივერსიადაში მონაწილე სტუდენტების დოკუმენტაციის მომზადება;
  • სტუდენტებისთვის კონსულტაციების გაწევა სპორტთან დაკავშირებული საკითხების შესახებ.

საკონტაქტო ინფორმაცია:

ელფოსტა: student.affairs@iliauni.edu.ge

ტელ.: 032 2 22 00 09 (270)

Facebook-გვერდი: iliaunistudentaffairs

 

 

ბანერები