სტაჟირება გაზეთ "ბანკები და ფინანსებში"
ქართული ეკონომიკური გაზეთი "ბანკები და ფინანსები" აცხადებს სტაჟიორების მიღებას.
სტაჟიორებად მიიღებიან ჟურნალისტები, ეკონომისტები და ფინანსისტები, სხვა სპეციალობის ჟურნალისტური საქმიანობის უნარის მქონე ადამიანები, უმაღლესი სასწავლებლების III-IV კურსის სტუდენტები და მაგისტრანტები.
სტაჟირება უფასოა.
ხანგრძლივობა: 6 თვე.
სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში სტაჟიორები დასაქმდებიან გაზეთში კორესპონდენტებად.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2010 წლის 11 აგვისტო.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: (8 32) 29 47 11.