სტაჟირება გაზეთ 24 საათში
გაზეთი 24 საათი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურისა და ბაკალავრიატის (დამამთავრებელ) კურსზე მყოფ პოლიტოლოგიის (ასევე მონათესავე პროგრამების), ჟურნალისტიკისა და ბიზნესის მიმართულების სტუდენტებს სთავაზობს სტაჟირების გავლას.
დაინტერესებულმა სტუდენტებმა უნდა გამოაგზავნოთ თქვენი CV 2011 წლის 31 მარტამდე შემდეგ მისამართზე: careers@iliauni.edu.ge
წარმატებული კანდიდატები გამოვლინდება 10 აპრილამდე.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 219, ტელ.: 822 29 47 11.