ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

სტაჟირება გაყიდვების კონსულტანტის პოზიციებზე

ჰოლდინგური კომპანია “თეგეტა მოტორსი” აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას შემდგომში დასაქმების პერსპექტივით გაყიდვების კონსულტანტის  პოზიციებზე.

საბურავების, ზეთების, ავტოსათადარიგო ნაწილების და ავტოსერვისის დანადგარების/სპეცინსტრუმენტების მიმართულებით:

პროფესიული ცოდნა/გამოცდილება:
•    უმაღლესი  განათლება (სასურველია ტექნიკური/ეკონომიური განხრით)
•    სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში ჩაითვლება უპირატესობად
•    რუსული და ინგლისური ენების ცოდნა მომხმარებლის დონეზე
•    შემდეგი პროგრამების ცოდნა მომხმარებლის დონეზე: MS Word, MS Excel

ძირითადი მოვალეობები:
•    კომპანიაში დადგენილი სტანდარტების შესაბამისად კლიენტების მიღება/მომსახურება
•    კლიენტისთვის პროდუქციის შეთავაზება, შერჩევა და გაყიდვა
•    პროდუქციის ელექტრონულ და ბეჭვდით კატალოგებთან მუშაობა
•    პროდუქციის სასაწყობო  ნაშთების კონტროლი და შესაბამისი ანგარიშების წარმოება

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოგზავნოთ შევსებული განაცხადის ფორმა/რეზიუმე მისამართზე: vacancy.sales@tegetamotors.ge არა უგვიანეს 2012 წლის 10 ივნისისა.  გთხოვთ მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა ვერ განიხილება.

ბანერები