ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

სტაჟირება ფინანსთა სამინისტროში

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აცხადებს კონკურსს სტაჟიორების მისაღებად.

ძირითადი მოთხოვნები:
•    უმაღლესი სასწავლებლის კურსდამთავრებული ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (გამომძიებლისათვის სავალდებულო იქნება იურიდიული განათლება);
•    უცხო ენის ცოდნა;
•    საოფისე კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
•    ანალიტიკური აზროვნება;
•    სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი.

სტაჟიორობის კანდიდატს, საგამოძიებო სამსახურის სპეციფიკის გათვალისწინებით, მოეთხოვება შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:
•    სისხლის სამართლის კოდექსი;
•    საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი (ძველი რედაქცია);
•     "ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონი;
•    საქართველოს საგადასახადო კოდექსი;
•    "საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ" დებულება.

კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად:
•    პირველი ეტაპი (წერილობითი): პროფესიული ტესტი;
•    მეორე ეტაპი (წერილობითი): ტესტი ზოგად უნარ-ჩვევებში;
•    მესამე ეტაპი (ზეპირი): გასაუბრება საკონკურსო კომისიის წინაშე.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2010 წლის 23 სექტემბერი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: (8 32) 29 47 11.

ბანერები