სტაჟირება ,,ეი-სი-თი-ში”
მარკეტინგული კვლევისა და კონსულტაციის კომპანია "ეისითი" აცხადებს სტაჟიორის (ინტერნის) ვაკანსიას.
ეი-სი-თი იწვევს ნიჭიერ, ინტერესიან და შრომისმოყვარე ახალგაზრდებს ანალიტიკურ დეპარტამენტში სტაჟიორად. 3 თვის განმავლობაში, სტაჟიორს საშუალება ექნება, შეისწავლოს კვლევის ანალიტიკოსის საქმიანობა სოციალური და მარკეტინგული კვლევების სფეროში.წარმატებული სტაჟირების შემთხვევაში, 3 თვის შემდეგ, სტაჟიორი სრული განაკვეთით დასაქმდება ეი-სი-თი-ს ანალიტიკურ დეპარტამენტში, სადაც მისი მოვალეობები იქნება:
• დამკვეთებთან ურთიერთობა
• მონაცემთა ანალიზი
• ანგარიშის მომზადება.
ძირითადი მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება (ნებისმიერი, სასურველია სოციოლოგია/ფსიქოლოგია)
• ასაკი: 23-დან 35 წლამდე
• აუცილებელია კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel, PowerPoint, Outlook)
• აუცილებელია ინგლისური და/ან რუსული ენების ცოდნა, მინიმუმ წერილობითი კომუნიკაციის დონეზე.
საჭირო უნარ-ჩვევები და პიროვნული მახასიათებლები:
• საზოგადოებრივი აზრის/მარკეტინგული კვლევის მიმართ ინტერესი
• ანალიტიკური აზროვნების უნარი
• პასუხისმგებლობის გრძნობა
• სწრაფად მუშაობის/დროის ეფექტიანად მართვის უნარი.
ანაზღაურება: სტაჟირების პერიოდი - ანაზღაურების გარეშე. დასაქმების შემდეგ - ყოველთვიური ფიქსირებული ხელფასი.
დაინტერესებულმა პირებმა გააგზავნეთ თქვენი CV (ფოტო სურათით) შემდეგ მისამართზე: marketing@act.ge. ვაკანსიის დასახელება მიუთითეთ ელ-ფოსტის საგნის (subject) ველში.საბუთების მიღების ბოლო ვადაა 21 ოქტომბერი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ:
უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა სამსახურს მისამართზე:ქ. ჩოლოყაშვილის 5, ოთახი 333, ტელ: 89921 16 70, 877 23 77 18 (ილ. ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობა)