ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

სტაჟირება დანაშაულის პრევენციის და ინოვაციური პროგრამების ცენტრში

დანაშაულის პრევენციის და ინოვაციური პროგრამების ცენტრი აცხადებს სტაჟიორების  მიღებას. კატეგორია: პროექტების მართვა სარგო: ანაზღაურების გარეშე.
ადგილების რაოდენობა: 34. სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი, რუსთავი, ბათუმი, ქუთაისი, თელავი,გორი, მარნეული, ახალციხე, ყვარელი, ოზურგეთი, გურჯაანი.

სამუშაოს აღწერა:

დანაშაულის პრევენციაზე მიმართული პროექტების ფარგლებში ტექნიკური სამუშაოების შესრულება;
დანაშაულის პრევენციის მოქმედ ან პილოტურ პროექტებში მონაწილეობა;
პროექტების მენეჯერების დავალებების შესრულება;
პროგრამების ვებგვერდების და სოციალური ქსელების ადმინისტრირების   მხარდაჭერა;
პროგრამების PR აქტივობებში მონაწილეობის მიღება;
პროგრამების ბეჭდური მასალების მომზადება;
ღონისძიებებისა და შეხვედრების ორგანიზება.

მოთხოვნები:

საგანმანათლებლო ხარისხი: სტუდენტი
სამუშაო გამოცდილება: გამოცდილების გარეშე
კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: Microsoft Office Word, Microsoft   Office PowerPoint
სასურველია უცხო ენების ცოდნა.

დამატებითი მოთხოვნები:

კარგი წერითი და ანალიტიკური უნარები
გუნდური მუშაობის უნარი
განვითარებული პასუხისმგებლობის გრძნობა
ორგანიზებულობა და სიზუსტე
შემოქმედებითი აზროვნება
ინფორმაციის მოძიების, კვლევისა და ანალიზის უნარი.

დამატებითი ინფორმაცია:

უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებს (18 წლის ასაკიდან) შეუძლიათ სააპლიკაციო ფორმის გაგზავნა ვებ-გვერდის: http://hr.gov.ge მეშვეობით. სტუდენტებისთვის
შემუშავდება ინდივიდუალური სამუშაო გრაფიკი, სალექციო პროცესის გათვალისწინებით. სამსახურის ადგილმდებარეობა გათვალისწინებული იქნება კონკურსანტების ფაქტობრივი მისამართის გათვალისწინებით. განცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 2013  წლის 30 ივნისი.

ბანერები