სტაჟირება ამერიკის საელჩოში (საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილების სტაჟიორი)
ამერიკის საელჩო აცხადებს სტაჯირებას საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილებაში. სტაჟირება არ ითვალისწინებს რაიმე სახის სარგებელისა თუ კომპენსაციის მიღებას.
შენიშვნა: ვაკანსიასთან დაკავშირებით მიღებული ყველა განცხადება და ინფორმაცია ექვემდებარება გადამოწმებას. ნებისმიერი ყალბი ინფორმაციის აღმოჩენის შემთხვევაში კანდიდატი ვეღარ მიიღებს კონკურსში მონაწილეობას, ხოლო თუ სტაჟიორი უკვე დასაქმებულია, იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდება სტაჟირებიდან.
სტაჟიორს ეკისრება შემდეგი ძირითადი მოვალეობები:
• დახმარებას უწევს საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილების (PAS-ის) მომსახურე პერსონალს ნებისმიერ მიმდინარე საქმიანობასა თუ საჭიროებებში. სტაჟიორს მუდმივი ურთიერთობა აქვს PAS-ის შესაბამის ინდივიდუალურ ქვეგანყოფილებებთან, მათ შორის საერთაშორისო კვლევების, პრესის, საგანმანათლებლო და საგრანტო ქვეგანყოფილებებთან;
• დახმარებას უწევს სოციალური დახმარების პროგრამას, მათ შორის ამერიკულ კუთხეებსა და სხვა ადგილებში;
• ეხმარება PAS-ის მომსახურე პერსონალს ღონისძიებების მოწყობაში, სტუმართა სიებისა და მოსაწვევი ბარათების დამზადების ჩათვლით; თანამშრომლობს მოვაჭრეებთან და აწყობს ადგილობრივ ღონისძიებებს; ეწევა მთარგმნელობით/ინტერპრეტირების მომსახურებას; იღებს სტუმრებს; ახორციელებს ფოტოების გადაღებასა და შეუფერხებლივ ასრულებს ღონისძიებისთვის აუცილებელ სხვა ქმედებებს;
• დახმარებას უწევს PAS-ის მომსახურე პერსონალს ისეთ ადმინისტრაციულ და საოფისე საქმეებში, როგორიცაა სტუმრების დახვედრა და თანხლება, მათ კვებაზე ზრუნვა, საელჩოში მიმდინარე პრეზენტაციებში მონაწილეობა, ინფორმაციის დაფაილება, ფოტოკოპირება და სხვა მსგავსი საქმიანობანი.
კანდიდატებს მოეთხოვებათ:
• იყვნენ საქართველოს ნებისმიერი უმაღლესი სასწავლებლის ბაკალავრიატის სტუდენტები და წარმოადგენდნენ მოწინავე სტუდნეტებს მათ მიერ არჩეულ სპეციალობებში საუნივესიტეტო ხარისხის მოსაპოვებლად ძირითადად ქვემოთჩამოთვლილ მიმართულებებში: ამერიკული სწავლებანი, საჯარო ადმინისტრირება, საერთაშორისო ურთიერთობები; ჟურნალისტიკა, ინგლისური ენა ან საბიბლიოთეკო მეცნიერება;
• ფლობდნენ ქართულ და ინგლისურ ენას (წერა-კითხვა-მეტყველების უნარი) ე.წ. IV დონეზე (სრულფასოვნად), ქართული განიხილება როგორც მშობლიური;
• შეეძლოთ, აწარმოონ საოფისე ჩანაწერები; მოამზადონ კორესპონდენცია; ჰქონდეთ გუნდში მუშაობის უნარი და იყვნენ კომუნიკაბელურები.
სამუშაო საათები: არასრული განაკვეთი, 20-30 სთ. კვირაში;
დასაქმების ხანგრძლივობა: 2009 წლის დეკემბერი - 2010 წლის იანვარი
დაინტერესებულმა კანდიდატებმა ადამიანური რესურსების (HR) ოფისს ფაქსით ან ელექტრონულად უნდა მიაწოდონ შემდეგი დოკუმენტაცია:
• სააპლიკაციო განაცხადი/რეზიუმე სტაჟირებისათვის;
• სამოტივაციო წერილი;
• შესაბამისი უმაღლესი სასწავლებლის (კოლეჯის ან უნივერსიტეტის) წერილობითი ნებართვა და სარეკომენდაციო წერილი;
• აკადემიური მოსწრების დამადასტურებელი დოკუმენტი.
ყოველი განაცხადი უნდა შეიცავდეს სასურველი პოზიციის მითითებას.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2009 წლის 9 დეკემბერი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ
უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა სამსახურს მისამართზე:
ქ. ჩოლოყაშვილის 5, ოთახი 333,
ტელ: 899 21 16 70, 877 23 77 18
(ილ. ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობა)
იხილეთ ინგლისურ ენაზე შემდეგი ბმული