სტაჟირება ადამიანური რესურსების დეპარტამენტში
სტაჟირება ადამიანური რესურსების დეპარტამენტში "სილქნეტი" აცხადებს ვაკანსიას ადამიანური რესურსების დეპარტამენტის სტაჟიორის პოზიციაზე.
მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების ან/და სოციალური მეცნიერებების მიმართულებით;
• სასურველია სამუშაო გამოცდილება HR ან/და ადმინისტრაციულ სფეროში;
• საქართველოს შრომის კოდექსის ცოდნა;
• რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
• MS Office პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა.
სტაჟირების პროგრამა HR-ის სხვადასხვა მოდულში (ადმინისტრაცია, შერჩევა და ტრენინგი) პროფესიული და პიროვნული განვითარების შესაძლებლობას იძლევა, რაც მომავალში კომპანიაში დასაქმების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.
სტაჟირების პროგრამის ხანგრძლივობა: 4 თვე
დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) მისამართზე: vacancy@silknet.com 2012 წლის 10 ივნისის ჩათვლით.
ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის დასაქმებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: 822 29 47 11.