სტაჟირება
საჯარო სამართლის იურიდიული პირი (სსიპ) - "იუსტიციის სახლი" აცხადებს 2 თვიან სტაჟირებას თბილისის, ქუთაისის, ბათუმის, გორის, თელავის, რუსთავისა და მარნეულის იუსტიციის სახლებში.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
* ატესტატებზე განაცხადების მიღება და გამზადებული ატესტატების გაცემა;
* საორგანიზაციო ამოცანების შესრულება ატესტატების გაცემის პროცესში;
* მოქალაქეთა სწრაფი, ეფექტური და თავაზიანი მომსახურება;
* მოქალაქეთა მარშრუტის დარეგულირება: შემოსული მოქალაქის გადამისამართება შესაბამისი მიმართულებით, თითოეულ შემოსულ მოქალაქესთან ურთიერთობის დამყარება;
* მოქალქეთა მოთხოვნების განსაზღვრა და მათთვის საორიენტაციო სამსახურის გაწევა: გადამისამართება, მარშრუტის განსაზღვრა.
* მოქალაქეთათვის პირველადი კონსულტაციის გაწევა: მოქალაქისთვის სასურველ სერვისთან დაკავშირებული აუცილებელი პროცედურებისგანმარტება, მოქალაქისთვის საჭირო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით კონსულტაციის გაწევა, მოქალაქისთვის სერვისის ვადების და საფასურის განმარტება;
* მოქალაქეთა დახმარება ავტომატიზირებულ სისტემებთან მუშაობისას: რიგის მართვის სისტემის საშუალებით მოქალაქისთვის ბილეთის ამობეჭდვა, მოქალაქის დახმარება ფოტო-ჯიხურში სურათის გადაღებისას, მოქალაქის დახმარება ბანკომატებთან და სხვა ავტომატიზირებულ სისტემებთან მუშაობისას;
* მოქალაქეების დახმარება ონლაინ სერვისების მიღებაში, მათ შორის
"ინფოკიოსკების" მოხმარებაში კონსულტაციის გაწევა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
* უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
* ქართული ენის სრულყოფილად ფლობა (სასურველია ინგლისური და რუსული ენების
ცოდნა);
პროფესიული უნარ-ჩვევები:
* სტანდარტული კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
* კომუნიკაბელურობა;
* ლოგიკური აზროვნება;
* კეთილგანწყობა;
* დახვეწილი მეტყველება;
* მოქალაქეთა ეფექტურად და თავაზიანად მომსახურების უნარ-ჩვევები;
* სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
* მოტივირებულობა;
* ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
* სწრაფად ათვისების უნარი;
* დატვირთულ რეჟიმში მუშაობისა და პრობლემების დროულად მოგვარების უნარი;
* გუნდურობა.
სტაჟირება არაანაზღაურებადია! უპირატესობა მიენიჭება ადგილობრივ კანდიდატებს!კონკურსში მონაწილეობის მსურველები დარეგისტრირდით საჯარო სამსახურის ბიუროსვებგვერდზე და შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა მისამართზე:http://www.hr.gov.ge 2013 წლის 11 მაისის ჩათვლით.