ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

სტაჟირება

არასამთავრობო ანალიტიკური ორგანიზაცია "საქართველოს რეფორმების ასოციაცია - GRASS" აცხადებს 1 ანაზღაურებად სტაჟირებას ადმინისტრაციული ასისტენტის პოზიციაზე და 1 უფასო სტაჟირებას მართლმსაჯულებისა და ადამიანის უფლებების მიმართულებით.

I. ადმინისტრაციული ასისტენტის/სტაჟიორის თანამდებობის სამუშაოს ზოგადი აღწერილობა:

ორგანიზაციის ანგარიშებისა და განცხადებების თარგმნა.
ხელმძღვანელობის მოხსენებების, ანგარიშების, გამოსვლების, წერილების მომზადებაში მონაწილეობა.
ოფისის ორგანიზაციულ-ადმინისტრაციული საქმიანობა.
მატერიალურ-ტექნიკური მარაგების კონტროლი და უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

უმაღლესი განათლება;
საოფისე კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა;
ინგლისური და ქართული ენების მაღალ დონეზე ცოდნა: წერა, თარგმნა.

უნარ-ჩვევები:

მოწესრიგებულობა;
სამუშაო დროის მენეჯმენტის უნარი;
დეტალური ინსტრუქციის შესრულების უნარი;
ორგანიზებულობა;
დისციპლინირებულობა, პუნქტუალურობა;
მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;

სამუშაო გრაფიკი: სრული.
სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი.
სამუშაო საათები: 10:00-19:00.

დამატებითი პირობები: გამოსაცდელი ვადა - 3 თვე (ანაზღაურებადი)
ანაზღაურება ცოდნისა და გამოცდილების მიხედვით. გამოსაცდელი ვადის შემდეგ შესაძლებელია ანაზღაურების გაზრდა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: grass@grassgroup.org 26 აპრილამდე. შერჩეული კანდიდატები გაივლიან შემდგომ გასაუბრებას.

2. მართლმსაჯულებისა და ადამიანის უფლებების მიმართულებით სტაჟიორის სამუშაოს ზოგადი აღწერილობა:

ორგანიზაციისათვის ანალიტიკური კვლევების მომზადება მართლმსაჯულებისა და ადამიანის უფლებების მიმართულებით;
ორგანიზაციის ანგარიშებისა და მოხსენების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;

საკვალიფიკაციო უნარ-ჩვევები:

იურიდიული ან საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტის მე-3, მე-4 კურსის ან მაგისტრატურის სტუდენტი;
სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის პროცესის კარგი ცოდნა;
ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (წერა და საუბარი).

სხვა პროფესიული გამოცდილება:
სასურველია საზღვარგარეთ სწავლის გამოცდილება (ინგლისურ ენაზე);
სასურველია იმიტირებულ სასამართლო პროცესში/სიმულაციებში (შიდა ან საერთაშორისო სამართლის მიმართულებით) გამოცდილების ქონა.

უნარ-ჩვევები:

გუნდური მუშაობის უნარი;
რამდენიმე საკითხზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
შემჭიდროებულ ვადებში მუშაობის უნარი;

სამუშაო გრაფიკი: ნახევარ განაკვეთზე (სასწავლო პროცესის გათვალისწინებით).

სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი.

სამუშაო საათები: 10:00 - 19:00.

დამატებითი ინფორმაცია: სტაჟიორი აიყვანება 6 თვით - ერთთვიანი გამოსაცდელი ვადით. სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში, შესაძლოა სტაჟირების დამატებით 6 თვით გაგრძელება. 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: grass@grassgroup.org 21 აპრილამდე. შერჩეული კანდიდატები გაივლიან გასაუბრებასა და პროფესიულ ტესტს.

 

ბანერები