ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

სტაჟირება

"Mindstream Headhunting & Recruitment" აცხადებს სტაჟირებას ერთ-ერთი წამყვანი სადაზღვევო კომპანიისათვის.

სამუშაო განაკვეთი: სრული/ნახევარი.
ანაზღაურება: არაანაზღაურებადი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** დამამთავრებელი კურსის ბაკალავრები ან რეზიდენტები
** მაღალი სამედიცინო კვალიფიკაცია ზოგადი (სამკურნალო) მედიცინის განხრით;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების, განსაკუთრებით Excel-ის სრულყოფილად ცოდნა.

პრიორიტეტად ჩაითვლება:

** მუშაობის/სტაჟირების გამოცდილება სადაზღვევო და/ან სამედიცინო მიმართულებით;
** პროგრამულ უზრუნველყოფასთან მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლებისა და უნარ-ჩვევების მოთხოვნები:


** ყურადღებისა და კონცენტრაციის მაღალი მაჩვენებელი;
** ორგანიზებულობა და მაღალ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი;
** მაღალი სამუშაო მოტივაცია და აქტივობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** არაკონფლიქტურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** პუნქტუალობა.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის სრულყოფილების კონტროლი, აღრიცხვა და შესაბამისი წესით გადანაწილება;
** სამედიცინო მომსახურების მომწოდებლების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის/კორესპონდენციის პროგრამულ უზრუნველყოფაში აღრიცხვა, ანალიზი და ანაზღაურების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულობა სამედიცინო ჩვენების და ხელშეკრულების პირობებთან შესაბამისობის მიხედვით;
** დოკუმენტაციის ელექტრონული (დასკანერებული) ასლების მომზადება და შესაბამისი ელ. არქივის წარმოება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ფოტოსურათით ელექტრონულ მისამართზე: cv@mindstream.ge და საგანში (subject) მიუთითოთ "სტაჟირება". წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.

განაცხადები მიიღება 2013 წლის 11 თებერვლამდე.

ბანერები