ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაკანსიები

სტაჟირება

რადიო თავისუფლების მედიასკოლა გთავაზობთ ერთწლიან სასერტიფიკატო პროგრამას ჟურნალისტიკაში და სტაჟირების პროგრამას "იმუშავე და ისწავლე რადიო თავისუფლებასთან ერთად".

პროექტის ხელშემწყობია IREX G-MEDIA პროგრამა, რომელიც ხორციელდება ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. 

სასერტიფიკატო პროგრამაში მონაწილეობის მსურველთათვის:

ერთი წლის განმავლობაში, რადიო თავისუფლების ქართველი და უცხოელი ჟურნალისტები დაგეხმარებიან გაიაროთ თეორიული და პრაქტიკული მასალით გაჯერებული ინტენსიური კურსი ჟურნალისტიკაში, დაეუფლოთ თანამედროვე ჟურნალისტიკის მაღალ პროფესიულ სტანდარტებს. მულტიმედია პლატფორმაზე დამყარებული სწავლების მეთოდი შესაძლებლობას მოგცემთ, თანამედროვე მედიის ყველა საშუალებაში მუშაობისთვის მოსინჯოთ თქვენი ძალები.

სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობის მსურველათათვის: 

მათ, ვინც ჟურნალისტის პროფესიას ეუფლება და უნდა მიიღოს მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება, რადიო თავისუფლება სტაჟირების ორთვიან კურსებს სთავაზობს. 

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა - 31 იანვარი, 2013 წელი
ღია კარის დღე გაიმართება - 22 იანვარს, 18:00 საათზე განათლების მულტიმედია ცენტრში (ალ. ჭავჭავაძის 10ა)

ორივე პროგრამის თაობაზე უფრო დაწვრილებით ინფორმაციას თანდართული სარეკლამო ფურცლებიდან შეიტყობთ.

მსურველებმა უნდა ამობეჭდონ და შეავსონ განაცხადი და სხვა მოთხოვნილ დოკუმენტებთან ერთად გამოგვიგზავნონ ელექტრონულ მისამართზე: tavisupleba.school@gmail.com ან მოგვაწოდონ რადიო თავისუფლების თბილისის ბიუროში. მისამართი: ძმები კაკაბაძეების 2 (კინოს სახლის შენობა), მე-6 სართული.

ბანერები