სტაჟირება
შპს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ალიანს ჯგუფი“ (www.agm.ge) აცხადებს ორთვიან უფასო სტაჟირების პროგრამას თბილისის სერვის ცენტრის საკრედიტო განყოფილებაში.
სტაჟირების პროგრამის ფარგლებში შერჩეული 2 სტაჟიორი აქტიურად ჩაერთვება საკრედიტო განყოფილების სამუშაო პროცესში, რაც მოიცავს სტაჟიორების თეორიულ მომზადებას, საკრედიტო საქმიანობის გაცნობას, პრაქტიკულ სწავლებას და მომხმარებელთან ურთიერთობას.
ფუნქციები:
• მომხმარებლის მოზიდვა, კომპანიის პროდუქტების შესახებ ინფორმირება და ამ მიზნით, პრომო–აქციების მოწყობა, სამიზნე ჯგუფებში სარეკლამო მასალის დარიგება–გავრცელება
• გამოცდილ საკრედიტო ექსპერტებთან ერთად მომხმარებელთან ვიზიტების განხორციელება, მისი საქმიანობის შესწავლა და გაანალიზება
მოთხოვნები:
• ბაკალავრი ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტები ფინანსური, ბიზნესის ადმინისტრირების ან მარკეტინგის მიმართულებით
• ქართულ ენაზე გამართული მეტყველების უნარი
• კომუნიკაბელური, პასუხისმგებლიანი
სტაჟიორები შეირჩევიან რეზიუმეების გადარჩევის და გასაუბრების საფუძველზე. წარმატებული სტაჟიორები განიხილებიან სარეზერვო კანდიდატებად შემდგომი თანამშრომლობისათვის სესხის ოფიცრის შტატიან თანამდებობაზე.
თუ დაინტერესდით სტაჟირების პროგრამით და დასაქმების პერსპექტივით და თვლით, რომ აკმაყოფილებთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, 2012 წლის 18 ოქტომბრამდე მოგვიტანეთ თქვენი CV/რეზიუმე ქართულ ენაზე დაბეჭდილ სამოტივაციო წერილთან ერთად მისამართზე:
,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ალიანს ჯგუფი“, თბილისის სერვის–ცენტრი, წერეთლის გამზირი N 58
აპლიკაციების მიღების საათებია 11:00 – 13:00, 17:00 – 18:30
გისურვებთ წარმატებას!
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნოთ რეზიუმე მისამართზე: vacancy@latte.ge
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის დასაქმებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: 822 29 47 11.